თბილისში ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს

დაკავებულის სახლიდან ელექტროშოკერი და სხვა სამხილები ამოიღეს
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გლდანში ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს, დამნაშავე დაკავებულია, ნათქვამია შსს-ს მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დანაშაული ახალ წლამდე ერთი დღით ადრე მოხდა, დაშავებული ქალი ელექტროშოკით გათიშეს და გააუპატიურეს. შემთხვევა მუხიანის გზაზე გობრონიძის ქუჩაზე მოხდა.

დაკავებულია შვიდი წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი

მოგვიანებით შსს-მ განაცხადა ბრალდებულის დაკავების შესახებ, რომელიც მსხვერპლზე 11 წლით უმცროსი აღმოჩნდა. დაკავებულის სახლიდან ელექტროშოკერი და სხვა სამხილები ამოიღეს.

ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.