საქართველოში გრიპის ვირუსის გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, გრიპის პირველივე სიპტომების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ. რისკჯგუფებს კვლავ ბავშვები, ორსულები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები წარმოადგენენ.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გურიაში გრიპის ვირუსით მოხუცი ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ექიმების განმარტებით, 83 წლის ქალმა სამედიცინო დაწესებულებას გრიპის სიმპტომებით 2 იანვარს მიმართა.

ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

მედიკოსების თქმით, პაციენტს სხვა დაავადებებიც აწუხებდა,  მათ შორის, გულის ქრონიკული უკმარისობა.

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორის, დავით მდინარაძის განცხადებით, 83 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა დღეს გორშიც დაფიქსირდა. კლინიკა „გორმედში“ ცოტა ხნის წინ 35 წლის ქალი დაიღუპა.