ვითარება საქართველოს გზებზე: თურქეთისა და სომხეთის საზღვარზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზებზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იყო დაწესებული
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს  საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოხსნილია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა

დეპარტამენტის ცნობით, ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე ( 90-112-ე კმ. მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36.5-ე კმ. მონაკვეთზე.

სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები რამდენიმე დღის წინ ინტენსიური თოვის,  ქარბუქისა და ძლიერი ქარის  გამო დაწესდა.