თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. ახალი წლის დღეებში თბილისის მასშტაბით კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები 366-ჯერ გამოიძახეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
კერძოდ, კვებითი ინტოქსიკაციის ჩივილით სამედიცინო დახმარება 111 ადამიანს დასჭირდა, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო კი სამედიცინო ბრიგადები 255 გამოძახებაზე გავიდნენ.
სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, ყველა პაციენტს შესაბამისი მომსახურება გაეწია და გართულებული შემთხვევები არ ჰქონიათ.
რაც შეეხება პიროტექნიკით დაზარალების შემთხვევებს, ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ამ მიზეზით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გამოძახებაზე 34-ჯერ გავიდნენ.