საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

სტატისტიკის სამსახურმა საქართველოში სიკვდილიანობის მიზეზების შესახებ პირველად მონაცემები წარმოადგინა
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მცხოვრებთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, „საქსტატის“ ვებგვერდზე გავრცელებული მონაცემების მიხედვით.

2018 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა >>

თბილისში სასწრაფო დახმარების გამოძახებების რიცხვმა იკლო

2017 წელს საქართველოში 47,9 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 19,9 ათას შემთხვევაში მიზეზი იყო სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, ხოლო 6,5 ათას შემთხვევაში - წარმონაქმნები.

დაავადებათა ხუთეულში, რომელმაც ხშირად ლეტალური შედეგო გამოიწვია, ასევე შედის სასუნთქი ორგანოები და მომნელებელი სისტემის დაავადებები, ასევე ენდოკრინული სისტემის დაავადებები, რომლებიც კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით არის გამოწვეული.

11 600 შემთხვევაში სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა.