ირანის მოქალაქე 300 გრამამდე ჰეროინის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

დაკავებულს საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანისთვის 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

 

თბილისი, 29 დეკემბერი  — Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 31 წლის ირანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„ბახალა" სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული  გარდაბნის რაიონში, თბილისის ავტომაგისტრალის მე–15 კილომეტრზე შეაჩერეს.  პოლიციამ  ექვს შეკვრად დაფასოებული, 300 გრამამდე ჰეროინი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

შსს–ში გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.