თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა საინტერესო ხდება

ამიერიდან მატარებლის ვაგონში შესაძლებელია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების წიგნების კითხვა
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებში „მოძრავი ბიბლიოთეკა" გაჩნდა.

ჩინელ ბავშვებს ქართულ ზღაპრებს წაუკითხავენ

ჯერჯერობით, მგზავრების განკარგულებაში ქართული გამომცემლობა „არტანუჯისა" და „ინტელექტის" წიგნებია. გარდა ამისა, ყველა მსურველს შეუძლია „მოძრავი ბიბლიოთეკისთვის" საკუთარი წიგნები მიიტანოს.

„მოძრავი ბიბლიოთეკის" კოლექციაშია როგორც ქართველი, ისე ქართულად თარგმნილი მსოფლიო კლასიკოსები.

„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ მატარებლებში ადამიანებს უფრო მეტი ეკითხათ და მატარებლით მგზავრობა უფრო საინტერესო და სასიამოვნო გამხდარიყო", - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის" პრეს-სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

სულ მალე, ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა.