ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

გორი-კარალეთის გზაზე ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა დღეს მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.