შიმშილობის 29-ე დღე: პატიმარი საპროცესო შეთანხმებას მოითხოვს

2017 წელს სასამართლომ მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში და მას 6 წლით პატიმრობა შეუფარდა
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ჩხეიძე საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით 29-ე დღეა შიმშილობს - მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ირაკლი ჩხეიძე სასჯელს იხდიდა გლდანის ციხეში, მაგრამ შაბათს ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ერთ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს - ვიდეო

შიმშილობის დროს პატიმარი ციხის სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ იყო, თუმცა ექიმების დახმარებაზე უარს აცხადებდა. გამონაკლისი იყო 21 დეკემბერს, როდესაც მან ექიმის შემოწმება გაიარა და მედიკამენტები მიიღო, მაგრამ გულისრევის წინააღმდეგ წამლების მიღებაზე უარი თქვა.

ამჟამად ჩხეიძესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა ის სამედიცინო დახმარებას დათანხმდეს.

ამასთან პროკურატურაში ჟურნალისტებს განუმარტეს საპროცესო შეთანხმების საკითხის არსი. უწყების მონაცემებით, ჩხეიძე 2015 წელს ავტომობილის სარკის მოპარვის მცდელობისთვის დააკავეს და სასამართლომ ის განაჩენის გამოცხადებამდე გირაოთი გაათავისუფლა, ხოლო 2017 წელს სასამართლომ ის ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენაში დამნაშავედ ცნო და 6 წლით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ მეორე განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ეს საქმე ახლაც განიხილება.

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს >>

პროკურატურა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში განხილვისას ბრალდების მხარემ ჩხეიძეს შესთავაზა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მისი ორი საქმის გაერთიანებას გულისხმობდა. მას შესთავაზეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რომელიც 3-წლიან საპატიმრო და 3-წლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებდა, თუმცა ჩხეიძემ შეთანხმების ამ პირობებზე უარი განაცხადა.

შესთავაზებენ თუ არა ჩხეიძეს საპროცესო გარიგებას განმეორებით, პროკურატურაში არ აკონკრეტებენ.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობას მონიტორინგს ომბუდსმენის აპატარი გაუწევს.