გორი-კარალეთის გზაზე ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორი-კარალეთის გზაზე, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღმოსავლეთ საქართველოში ავარიამ 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა

შემთხვევა რესტორან „ნაჭარმაგევთან“ დღეს, შუა დღით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  83 წლის მამაკაცს გზაზე გადასვლისას დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.