თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. თბილისში პარასკევს ღამით საახალწლო ილუმინაციის მონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გზა ავტოტრანსპორტისთვის დილის 07:00 საათამდე იქნება დაკეტილი.
წინასაახალწლო სამზადისი ნოემბერის პირველ რიცხვებში დაიწყო. როგორც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ისე ქალაქის გარეუბნებში კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დამონტაჟდა საახალწლო განათება. რესპუბლიკის მოედანზე უკვე დაიდგა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც საზეიმოდ 22 დეკემბერს აინთება.
დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გასულ წელს მერიამ ამ მიზნით სამი მლნ ლარი დახარჯა.