თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. მოზარდი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მოხდა, იუწყება ტელეარხი Imedi.
Mercedes-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი სოფელ რუისთან ფეხით მოსიარულე 14 წლის მოზარდს დაეჯახა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მოზარდის თანმხლები პირის თქმით, ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ავტომაგისტრალს კვეთდნენ. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. ის პოლიციაში გადაიყვანეს.
გამოძიებას საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.