თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. პოლონური ენის შემსწავლელი უფასო კურსები პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2019 წლის 15 იანვრიდან დაიწყება.
კურსის ხანგრძლივობა, რომელიც საქართველოში პოლონური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ერთი წელი იქნება. მეცადინეობები ეროვნული ბიბლიოთეკის პოლუნურ დარბაზში კვირაში ორჯერ – სამშაბათს და ხუთშაბათს ჩატარდება.
ჯგუფები ორ დონედ იქნება დაყოფილი: საბაზისო ცოდნის მქონეთა ჯგუფი და ჯგუფი, რომელიც იმ ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც პოლონურ ენასთან შეხება საერთოდ არ ჰქონიათ. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. თუმცა, კურსებზე ადგილები შეზღუდულია.
რეგისტრაციის გავლის მსურველებმა უნდა მიმართონ ბიბლიოთეკის პოლონურ დარბაზს ან ორგანიზატორებს.
კურსები საქართველოში პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით გაიმართება.