თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ თელავში მომხდარი სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთ პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ა.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის შენობაში „საიგას“ სისტემის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1993 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს, 1998 წელს დაბადებულ გ.გ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა სამი ადამიანი თელავში წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით დაჭრა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.