ტექდათვალიერებაგავლილი 130 ათასი ავტომობილიდან 40 ათასი უვარგისი აღმოჩნდა

2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ტექდათვალიერებაგავლილი 130 ათასი ავტომობილიდან 40 ათასი  უვარგისი აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

მართვის მოწმობაზე ქულები წელს 90 მძღოლს გაუნულდა

იორდანიშვილის განცხადებით, ხარვეზიანი ავტომობილების 30% განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მისულა. აღსანიშნავია, რომ მძღოლებისთვის,  რომლებიც  ტექდათვალიერების ცენტრს 1 თვის განმავლობაში მეორედ ეწვევიან, მომსახურება უფასოა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილებს უმეტესად  სამუხრუჭო სისტემების გაუმართაობის,  გამონაბოლქვისა და  საჭის მართვის სისტემის პრობლემები აქვს.

ქვეყნის მასშტაბით სულ 40 ინსპექტირების ცენტრი მოქმედებს. თბილისში კი 29 ინსპექტირების ხაზია განთავსებული.

პირველ ეტაპზე, 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის.

1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ინაუგურაციის შემდეგ ქვემეხი ავარიაში მოყვა

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი მესამე ეტაპი დაიწყო - სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარება ძრავის დიდი მოცულობის (3,0 და მეტი) მქონე ავტომობილები.

2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.

პერიოდული სავალდებულო ინსპექტირება მინიმუმ რამდენიმე ელემენტს უნდა შეიცავდეს. მათ შორისაა: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭის მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება. ნორმების შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლს პრობლემის გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მიეცემა.