ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მერის წარმომადგენელი დააკავეს

ბრალდებულმა მოქალაქეს დახმარების სანაცვლოდ 2 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სააფთიაქო ნარკომანია": რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეს ქრთამის სახით 2 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 1 ათასი აშშ დოლარი აიღო. სანაცვლოდ კი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებულ პროცედურებში დახმარება შესთავაზა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.