ჯარისკაცი მეთაურს ცემაში ადანაშაულებს

დავით ბერიშვილის თქმით, მას ერთ-ერთ სამხედროსთან შელაპარაკება მოუვიდა და სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა  ფიზიკურად პოლკოვნიკი ბიბინიძე
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, ირწმუნება, რომ ის მეთაურმა სასტიკად სცემა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დავით ბერიშვილის თქმით,  საღამოს მას ერთ-ერთ სამხედროსთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას პოლკოვნიკი ბიბინიძე ფიზიკურად გაუსწორდა.

ჩხუბი კოჯრის ბაზაზე: ორ სამხედრო პირს პატიმრობა შეეფარდა

„ეგრევე შემდგა წიხლებით, დივანზე დავვარდი და შემდგა მერე წიხლებით ზევიდან. მერე გაჩერდა. ახსნა-განმარტება დამაწერინეს იქ, რომ რეკრუტთან მოუვიდა იმასაც და მეც ცოტა ხმამაღალი შელაპარაკება“, - ამბობს დავით ბერიშვილი.

ჯარისკაცის თქმით, პოლკოვნიკმა ბიბინიძემ ის ალგეთის ბაზიდან მისთვის სასურველი ახსნა-განმარტების დაწერის შემდეგ გამოუშვა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაზარალებული ჯარისკაცი  მომხდარის შემდეგ „რუსთავი 2-ში" მივიდა.

სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც შემდგომ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ჯარისკაცი ბრიგადამ უკვე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, როდესაც სამხედრო „რუსთავი 2-ის" შენობაში დახმარების სათხოვნელად მოვიდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.