თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღიარა, რომ მას მოსწონდა მუშაობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელთან, ბიძინა ივანიშვილთან.
გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება >>
მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013 წელს გახდა, ივანიშვილმა იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. მან განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა შესრულებულია. ერთი წლით ადრე ივანიშვილის ირგვლივ შექმნილმა კოალიციამ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ცხრაწლიანი მმართველობა შეცვალა.
მარგველაშვილსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე გაფუჭდა. მიზეზი კი გახდა ის, რომ მარგველაშვილმა მუშაობა სააკაშვილის დროს აშენებულ მდიდრულ სასახლეში დაიწყო, თუმცა არჩევნებამდე სხვაგვარად საუბრობდა. მოგვიანებით ივანიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე მარგველაშვილის წარდგენას თავისი ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა.
„როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან, რომ ადეკვატური იქნებოდა პარტიის ლიდერი და ადამიანი, რომელიც მიაჩნიათ ერთმნიშვნელოვნად ლიდერად, უნდა დაბრუნდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. რაც ახლა ხდება და რაც კითხვის ნიშანს ბადებს სახელმწიფოებრიობის მიმართ, გახდებოდა გასაგები. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.
არა მხოლოდ ქსოვა და კარტოფილი: საქართველოს პრეზიდენტის გატაცებები >>
სანამ 2018 წელს მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და მისი მიერ შექმნილ პარტიას სათავეში ჩაუდგებოდა, ავტორიტეტული ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ ის ქვეყანას კულისებიდან მართავდა. ივანიშვილს მარგველაშვილიც აკრიტიკებდა, თუმცა მას „ქართველი ოცნების“ ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად მიიჩნევდა.
„მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა გინდა ოპოზიციაში, გინდა მინისტრობის დროს ნამდვილად მომწონდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტობამდე მარგველაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო.
მარგველაშვილის უფლებამოსილება 16 დეკემბერს იწურება, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, რომელმაც მმართველი პარტიის მხარდაჭერით საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.