დასახელდა საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები

ტრადიციულად მამაკაცის ყველაზე პოპულარული სახელია გიორგი, ქალის - ნინო
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების სია გამოაქვეყნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტრადიციულად მამაკაცის ყველაზე პოპულარული სახელია გიორგი (192 ათასზე მეტი ადამიანი), ქალის - ნინო (135,1 ათასზე მეტი ადამიანი).

მამაკაცის ყველაზე პოპულარულ სახელებს შორისაა საბა, ლაშა, ნიკა, ავთანდილი, გოჩა, მამუკა, ნოდარი, გურამი, ზაზა, თეიმურაზი. ქალთა სახელებს შორის არიან მანანა, ნათელა, ეთერი, სალომე, ეკატერინე, ხათუნა, სოფიო, ლია, ლალი და მზია.

მარიამი: სახელის ისტორია, 109 540 მარიამი და ცნობილი ქართველი მარიამები >>

რაც შეეხება გვარებს, შარშანდელის მსგავსად, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარია ბერიძე.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარების ათეული ასე გამოიყურება:

ბერიძე29,173
მამედოვი28, 358
ალიევი19, 327
კაპანაძე19, 257
გელაშვილი 18, 310
მაისურაძე16, 198
გიორგაძე14, 162
ლომიძე13, 062
წიკლაური13, 019
ბოლქვაძე12, 824

ყველაზე პოპულარული გვარების ოცეულში შევიდა ასევე ნოზაძე, კვარაცხელია, ხუციშვილი, ხუსეინოვი, აბულაძე, მიქელაძე, შენგელია, ბაირამოვი, ტაბატაძე, აბაშიძე.