მოაჯადოვა და წავიდა - ლევან კბილაშვილმა Voice-ზე გამოსვლა დაასრულა

„ძალიან გამიმართლა“ - ამ სიტყვებით ლევან კბილაშვილმა რუსული შოუ „გოლოსის“ მეშვიდე სეზონი დატოვა
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ვოკალურ პროექტ „გოლოს-7“-ის ქართველმა მონაწილემ ლევან კბილაშვილმა პირდაპირო გაგებით ყველა მოაჯადოვა და პროექტი დატოვა.

ეს საოცარი იყო: ლევან კბილაშვილმა „გოლოსზე“ ვოკალურ შეჯიბრებაში გაიმარჯვა >>

ტურში „ნოკაუტები“ ლევანმა იმღერა კომპოზიცია „ოჩაროვანა, ოკოლდოვანა“.

„ლევანმა იმღერა ძალიან ცნობილი სიმღერა, მაგრამ მისი შესრულებით ეს იმდენად სახასიათო და მისეული იყო, რომ რასაც ჰქვია, ორიგინალი სულ დამავიწყდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს სიმღერა პირველად მოვისმინე“, - განაცხადა მისმა „მწვრთნელმა“ კონსტანტინ მელაძემ.

ვასილი ვაკულენკო (ბასტა) გამოუტყდა ლევანს, რომ მისი შემოქმედების თაყვანისმცემელია. ხოლო ანი ლორაკმა აღიარა, რომ კბილაშვილმა ის „გააოცა და დაიპყრო“.

ქართველმა მომღერალმა მოსკოვში შოუ „გოლოსის“ მწვრთნელები გააოცა

„ლევან, თქვენ გამაოცეთ, თქვენი შესრულებით მომაჯადოვეთ და დამიპყარით. ეს ისეთი გულისამაჩუყებელი, ისეთი მგრძნობიარე იყო. ასე მღერის მხოლოდ ის მამაკაცი, რომელსაც აქვს დიდი სული და რომელსაც ძალიან უყვარს ქალი“, - აღნიშნა ლორაკმა.

კბილაშვილის მეტოქეები იყვნენ მარჟანა მაკიშევა და პიოტრ ზახაროვი. მწვრთნელმა არჩევანი ზახაროვის სასარგებლოდ გააკეთა.

გამოსვლის შემდეგ კბილაშვილმა აღიარა, რომ სიმღერა მისთვის ადვილი არ ყოფილა, მაგრამ პროექტიდან წასვლის გამო ნაწყენი სულაც არ არის.

„ეს სიმღერა მწვრთნელთან ერთად შევარჩიეთ. ძალიან რთული იყო შესასრულებლად. რადგან ეს ძალიან ცნობილი სიმღერაა და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს სული, ემოცია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. მთელი სული და გული უნდა ჩააქსოვო, რომ შენმა სიმღერამ მაყურებლამდე მიაღწიოს. ვფიქრობ, რომ გამომივიდა“, - ამბობს კბილაშვილი.

მან აღნიშნა, რომ მიზანი - აჩვენო ყველაფერი, რაც შეუძლია - მიღწეულია.

„რაც შეეხება ჩემს წასვლას, კონკურსის ამ სტადიაზე - ყველანი ძალიან სერიოზული მომღერლები არიან. ყველანი ძალიან მაგრად მღერიან. და იცით, საერთოდ არ მწყინს. რადგან მესმის, რომ მქონდა შანსი ჩემი თავი მეჩვენებინა, მეჩვენებინა ის, რაც შემიძლია. და ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა. ყველაფერი კარგად არის“, - აცხადებს ლევანი.