ანზორ ერქომაიშვილმა ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

ანზორ ერქომაიშვილი ანსამბლ „რუსთავის“ საწყისებთან იდგა
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა პოსტის დატოვება, მაგრამ ანსამბლში დარჩენა გადაწყვიტა.

„50 წელია ვხელმძღვანელობ ამ ანსამბლს. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. გადავწყვიტე მუსიკალურ ხელმძღვანელად დავრჩე, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს გადავაბარებ მას, ვისაც ანსამბლი შეარჩევს“, - განაცხადა ერქომაიშვილმა რადიოგადაცემა „პიკის საათის“ ეთერში.

Iriao-ს მუსიკალურ ხელმძღვანელს ავარიის შემდეგ დახმარება ესაჭიროება >>

როგორც ბატონი ანზორი აღნიშნავს, უახლოეს დროს ანსამბლ „რუსთავის“ წევრები ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს აირჩევენ.

„ერისიონი" საქართველოს რეგიონებში ტურნეს იწყებს

ანზორ ერქომაიშვილი 78 წლისაა. მომღერალი, ფოლკლორისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1980), აქტიურად იკვლევდა და სწავლობდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. ანზორ ერქომაიშვილი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ საწყისებთან იდგა, რომელიც 1968 წელს შეიქმნა.

ანსამბლი აქტიურად დადის გასტროლებზე უცხოეთში. მისი თითოეული წევრი არის სოლისტიცა და გუნდის წევრიც. რეპერტუარში აქვთ მრავალხმიანი როგორც ხალხური სიმღერები, ისე საგალობლები.

ანსამბლი ოსტატურად ასრულებს ქართულ და კავკასიურ ცეკვებს. ნომრების ქორეოგრაფია უმაღლესი კლასის პროფესიონალებს ეკუთვნით.

„რუსთავი" მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და ხუთი ათასზე მეტი კონცერტი აქვს გამართული, მათ შორის ტოკიოში, იუნესკოს 60 წლის იუბილეზე, ლონდონის „სამეფო ალბერტ ჰოლში", პარიზის „ოლიმპიაში", ნიუ-იორკის „კარნეგი-ჰოლში" და სხვა.