ზურაბიშვილი ლიდერობს: ცესკომ ბიულეტენების ნახევარზე მეტი დაამუშავა

წინასწარი მონაცემების სრულად გამოქვენებას ცესკო დილისთვის გვპირდება, თუმცა ზოგადი სურათი უკვე აღარ შეიცვლება
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს ხმების 58,03% აქვს – ასეთია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი შედეგები ნახევარი საარჩევნო უბნების დათვლის შემდეგ.

საპრეზიდენტო არჩევნებზე 20:00 საათისათვის აქტივობამ 56,23% შეადგინა

მისი კონკურენტი, გრიგოლ ვაშაძე 41,97%–ს იღებს.

მანამდე ზურაბიშვილის გამარჯვება ეგზიტპოლებით დადასტურდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 56,23–მა პროცენტმა.

ხმების დათვლა გრძელდება. წინასწარ მონაცემებს ცესკო, სავარაუდოდ, დილისთვის გამოაქვეყნებს.

მეორე ტურში საარჩევნო ზღვარი არ არსებობს – გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.