საქართველოში ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები შეიძლება გაუქმდეს

დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს 300-ზე მეტი საჩივარი დაწერეს
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხუთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაუქმების შესახებ საჩივრები მიიღო, განაცხადა პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

რას შეცვლის ზურაბიშვილის პრეზიდენტობა>>>

საუბარი მიდის სიღნაღის, წყალტუბოს და ასევე მარნეულის სამ საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, საჩივარი შევიდა ხულოში გადასატანი ურნის შედეგების გაუქმების შესახებ.

გაერთიანებული ოპოზიცია მომხრეებს 29 ნოემბერს ფილარმონიაში შეკრებს

ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 307 საჩივარია შესული, რომელთა უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება.

„რა თქმა უნდა, ყველა საჩივარი განიხილება კანონით დადგენილი წესებისა დ ვადების თანახმად და მოხდება შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა მიქელაძემ ბრიფინგზე.

მეორე ტურის შედეგების თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს, ხმების 59,52% მოიპოვა. მისმა მოწინააღმდეგემ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ კი 40,48%.

მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ კენჭისყრის შედეგები ყველა საარჩევნო უბანზე შეაჯამა, არჩევნების საბოლოო შედეგები ყველა საჩივრის განხილვის შემდეგ გამოცხადდება.