ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

ხმის დათვლის  წინასწარი შედეგები 29 ნოემბერს, ღამით იქნება ცნობილი. საბოლოო შედეგები კი  გამოცხადდება არაუგვიანეს 18 დეკემბრისა – ყველა საარჩევნო უბნის ხმების დათვლისა და ყველა საჩივრის განხილვის შემდეგ.
Sputnik

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო – საარჩევნო უბნები როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებს გარეთ გაიხსნა.

ყველას ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა დაასწრეს, რომლებიც ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა ორშაბათს ბაგრამისა და მაზარი–შარიფში „მარმალის“ ბაზებზე მიიღეს.

რა არ ვიცოდით არჩევნების შესახებ: 10 გადამწყვეტი ფაქტი>>>

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი განსაკუთრებული იქნება: იგი  იქნება ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი; არჩევნების მეორე ტურში არჩეული პირველი პრეზიდენტი და პირველი, ვინც პრეზიდენტის პოსტს  არა ხუთი, არამედ ექვსი წლით დაიკავებს.

ვინ მისცემს ხმას
არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია  18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 

ყველანი არჩევნებზე: ბახტაძე მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს

სულ საქართველოში 3 მილიონ 528 ათას 658  ამომრჩეველია, მათგან 14 ათას 928 საზღვრებს გარეთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უცხოეთში ლეგალურად იმყოფებიან და მსოფლიოს 39 ქვეყნიდან ერთ–ერთში საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან.

საქართველოში ამომრჩევლის ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში ცხოვრობს – 996 ათას 175 ადამიანი, ყველაზე მცირე კი ყაზბეგში (5 ათას 426 ადამიანი).

სად აშეიძლება ხმის მიცემა

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 ათას 703 უბანი გაიხსნა, უცხოეთში 55.

საქართველოში ხმის მიცემა, ტრადიციულად, 20:00 საათამდე გაგრძელდება, უცხოეთში კი 24:00 საათამდე. ცესკომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უცხოეთში ოთხშაბათი დღე, საქართველოს მსგავსად, უქმე დღე არ არის.

გააკეთეთ არჩევანი მშვიდად - შსს წესრიგის დასაცავად ყველა ზომას გამოიყენებს>>>

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მსჯავრდებულებსაც – 10 პენიტენციურ დაწესებულებაში საარჩევნო უბნები გაიხსნა.

კიდევ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა  ხონში არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში.

როგორ მივცეთ ხმა
იმისთვის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, ამომრჩეველმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საარჩევნო უბანზე  რეგისტრაცია უნდა გაიაროს.

საარჩევნო უბანზე შესვლისას, თითოეულ ამომრჩეველს შეამოწმებენ,  აქვს თუ არა მას მარკირება გავლილი.

მარკირების პროცედურას ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე ბიულეტენის მიღებამდე გადიან. შემდეგ კომისიის წევრები დოკუმენტებს ამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემენ მას კომისიის წევრის ხელოწერილ და ბეჭედდასმულ ბიულეტენს. 

„მე ხმას ვაძლევ..." - ვის უჭერს მხარს ქართული შოუ-ბიზნესი?

ბიულეტენის მიღების შემდეგ, ამომრჩეველი ხმის მიცემის კაბინაში შედის და არჩევანს აკეთებს. ამ დროს, იქ შესვლა მეორე ადამიანს, მათ შორის, საარჩევნო კომისიის წევრს, ეკრძალება.

არჩევანის გაკეთების შემდეგ ამომრჩეველი ბიულეტენით ხელში  საარჩევნო ურნასთან მიდის, იღებს სპეციალურ კონვერტს, რომელშიც ბიულეტენს დებს  და კონვერტს ურნაში ათავსებს.

საარჩევნო კომისიის წევრს ან დამკვირვებელს უფლება არ აქვთ ამომრჩეველს რჩევა მისცეს თუ  ვის მისცეს ხმა და ასევე უყუროს, ვის სასარგებლოდ გააკეთა ამომრჩეველმა არჩევანი.

ყველაფერი გათვალისწინებულია

საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტი შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. უსინათლო ამომრჩევლებისთვის იქნება სპეციალური შაბლონები, რომლებიც ბრაილის შრიფტითაა დაბეჭდილი, ხოლო მცირემხედველებისთვის – გამადიდებელი ლინზა.

ცესკო არჩევნებისთვის მზადაა - უწყებამ გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა>>>

მათთვის, ვინც სავარძლით გადაადგილდება, უბნები პანდუსებითაა აღჭურვილი, უბანზე კი სპეციალური კაბინა არის, რათა მათ საკუთარი არჩევანის გაკეთება თავისუფლად შეძლონ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეროვნულ უმცირესობებზეც იზრუნა.  სომხებითა და აზებაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე  მათ მშობლიურ ენაზე დაბეჭდილი ბიულეტენებიც დახვდებათ.

დამკვირვებლები, მედია და ეგზიტპოლები
ცესკოში რეგისტრაცია 62 ადგილობრივი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან  48,5 ათასზე მეტმა დამკვირვებელმა  და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1,3 ათასმა დამკვირვებელმა გაიარა. 

პრეზიდენტობის კანდიდატების სიყვარულის გიჟური ისტორიები

ყველაზე მეტი დმკვირვებლები ადგილობრივი ორგანიზაციებიდან „ანალიტიკურმა საერთაშორისო დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ და „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ წარმოადგინა, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან – ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR).

ყველაზე ბინძური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: ვინ დარჩება მოგებული>>>

დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის სახელზე საჩივარს დაწერენ. თუ იგი შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს, დამკვირვებელს საჩივრის შეტანა საოლქო კომისიაში ან ცესკოში შეუძლია. თუ ცესკოში დარღვევას არ დააფიქსირებენ, რჩება სასამართლო.

დამკვირვებლებს ეკრძალებათ აგიტაცია ან ცესკოს მუშაობაში ჩარევა, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა არ არის  დაფიქსირებული.

არჩევნებს 95 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის 2,3 ათასამდე ჟურნალისტი გააშუქებს.

ამჯერად მხოლოდ ერთი ეგზიტპოლი იქნება – მას ოპოზიციური ტელეკომპანია Rustavi2–ის დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research–ი ჩაატარებს.

ხმების დათვლა
საარჩევნო კომისიების წევრები ხმების დათვლას საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყებენ.

ხმების დათვლის შემდეგ, კენჭისყრის ოქმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე, ის ასევე განთავსდება საქართველოს ცესკოს ვებ–გვერდზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს.

ცესკო ასევე ჩაუშვებს ხმების დათვლის ონლაინ–ტრანსლაციას.

ხმის დათვლის  წინასწარი შედეგები 29 ნოემბერს, ღამით იქნება ცნობილი. საბოლოო შედეგები კი  გამოცხადდება არაუგვიანეს 18 დეკემბრისა – ყველა საარჩევნო უბნის ხმების დათვლისა და ყველა საჩივრის განხილვის შემდეგ.

გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, რომელიც მოწინააღმდეგეზე მეტ ხმებს მიიღებს.