კობახიძე: სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს ვითარებას საქართველოში

სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას „მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ“ მოუწოდა
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არსებულ ვითარებას არაადეკვატურად აღიქვამს, განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ

ასეთი კომენტარი გააკეთა მან ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე გამოვიდა და მოსახლეობას „მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ“ მოუწოდა, პოლიციელებს, სამხედროებსა და ჩინოვნიკებს – ხალხის მხარეს დადგომისკენ. მან პირობა დადო, რომ საქართველოში დაბრუნდება. ეგზიტპოლების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს.

„მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებსა და ვითარებას საქართველოში. ამის შედეგია მისი განცხადება, მეტი არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

ტელეკომპანია Imedi–ს დაკვეთით საერთაშორისო ასოციაცია Gallup International–ის მიერ მომზადებული ეგზიტპოლის მიხედვით, 20:00 საათის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 57%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 43%.

ზურაბიშვილი იმარჯვებს - ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდა>>

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოდნენ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და გრიგოლ ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი.