თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. თელავში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრი გაიხსნა, იუწყება პირველი არხი.
თელავის ტექნოპარკი აშენდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი საქართველოში სტარტაპების განვითარებას შეუწყობს ხელს >>
ტექნოპარკის მიზანია - ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს კონკრეტული იდეების ბიზნესპროექტებად გადაქცევასა და ინოვაციების მთელ მსოფლიოში გაყიდვაში.
პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს და ქვეყანაში ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. მათ შორის რეგიონის მასშტაბით კვალიფიციური პერსონალის გადამზადებას მომავალი სპეციალობების მიმართულებით, ტრენერების მომზადებასა და მაღალტექნოლოგიური დამწყები კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც დააფინანსებენ ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზებს.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ღონისძიებები, რომლებიც ხელი შეუწყოს ინტერნეტიზაციის პროცესს, მათ შორის კომპიუტერულ ცოდნას, კომპიუტერიზაციასა და მცირე და საშუალო ზომის ინტერნეტ-პროვაიდერების ბიზნესს.