წყალდიდობა და მეწყერი აჭარაში – გადაუღებელმა წვიმებმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

მეწყერმა მაღალმთიანი აჭარის ოთხ სოფელში გზები ჩახერგა.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა ბათუმში ქუჩები დატბორა, ქედის მუნიციპალიტეტში კი მეწყერი გამოიწვია, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

ზემო ლარსი დღეს: დაწესებულია შეზღუდვები>>>

ქედაში მესამე დღეა წვიმს. ამ დროის განმავლობაში რაიონის ოთხ სოფელში მეწყერი ჩამოწვა და გზები ჩაიკეტა. გუნდაურის, მერისის და ვაიოს სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულდა, სოფელ ზვარეში კი მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს. 

ჩოხატაურის ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ლერმონტოვის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, ბაგრატიონის, ინასარიძისა და ხიმშიაშვილის ქუჩები.

წყალდიდობის მიზეზად ადგილობრივი მოსახლეობა გაუმართავ სანიაღვრე არხებს ასახელებს.

„ჯავახიშვილის ქუჩაზე სარემოტო სამუშაოები – არხის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება, რისი დასრულების შემდეგაც მსგავსი პრობლემები უღმოფხვრილი იქნება“, – განაცხადა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ ბაგრატიონმა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმში შაბათს გამოიდარებს.