სოფელ დიღომში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა დაიწყო

კახა კალაძის განცხადებით, სოფელ დიღომში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ სოფელ დიღომში კანალიზაციის სისტემის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა.

პროექტი ოთხი ეტაპისგან შედგება. სამუშაოების საერთო ღირებულება 22 მილიონი ლარია.

„ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებლობა განახლდება

„ჩვენ დღეს ამ პროექტის პირველ ნაწილს ვიწყებთ. მისი ღირებულება დაახლოებით 3 მლნ ლარია. მომავალი წლის განმავლობაში იგი მთლიანად განხორციელდება. მთლიანობაში აშენდება 16-კილომეტირიანი საკანალიზაციო ქსელი", - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორც მერმა აღნიშნა, კანალიზაციის სისტემის მშენებლობა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„ეს ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, როცა ჩვენ მოსახლეობას ვხვდებოდით. ისინი საკუთარ პრობლემებზე გვესაუბრებოდნენ. ჩვენი დაპირება იყო ის, რომ ჩვენ ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრიდით. სამუშაოები დღეს იწყება - ეს საკმაოდ მსხვილი პროექტია", - განაცხადა კალაძემ.

ადრე მერმა ხაზგასმით აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიწისქვეშა კომუნიკაციების ხარისხიანი მშენებლობა, რათა მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები შეექმნას.