თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის და მათთვის გადაადგილება აკრძალულია.
აღნიშნული მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო 15 ნოემბრიდან ჩაკეტილი იყო. გზაში ჩარჩენილია მანქანები. მგზავრების უმრავლესობა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. მათმა ნაწილმა ღამე ახლომდებარე სასტუმროებში გაატარა. მგზავრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
მოძრაობის აღდგენა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება, აცხადებენ უწყებაში.