უცხოეთში კენჭისყრა 24:00 საათამდე გაგრძელდება - ცესკო-ს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა

უცხოეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის დროის გახანგრძლივებას ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ასაჩივრებდა
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი, რომელიც უცხოეთში პრეზიდენტის არჩევნებზე კენჭისყრის შუაღამემდე ჩატარებას ასაჩივრებდა.

სასამართლომ „ევროპულ საქართველოს“ არჩევნების თარიღის გადატანაზე უარი უთხრა >>

ცესკო-მ გადაწყვიტა კენჭისყრის დროის გახანგრძლივება იმის გამო, რომ არჩევნები სამუშაო დღეს 28 ნოემბერს ჩატარდება. საქართველოში ეს დღე ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კი ამ დღეს მუშაობა მოუწევთ, ამიტომ მათ მეტი დრო დასჭირდებათ.

ბილბორდები ზურაბიშვილის გარეშე: რა მოუტანა „ქართულ ოცნებას" ახალმა სტრატეგიამ

ამასთან დაკავშირებით სარჩელი სასამართლოში შეიტანეს ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.

სასამართლოში კიდევ ორი სარჩელი შევიდა, ამჯერად არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარების წინააღმდეგ. ცესკო-ს თავმჯდომარის დადგენილების გასაჩივრება ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. პირველმა უკვე უარი მიიღო, მეორე პარტიის საჩივარი კვირას განიხილება.

ოპოზიციონერებმა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას საარჩევნო კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს: მე-6 არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა)/რეფერენდუმი/ პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს) და 95-ე (საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში).

მოწოდებამ გაჭრა: მმართველ პარტიას „ძველგვარდიელი" ექს-დეპუტატი ჩიქოვანი უჭერს მხარს >>

მეტიც, ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება უქმნის შეფერხებებს უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და იმათ, ვინც საქართველოს ერთ ქალაქშია დარეგისტრირებული, ხოლო ცხოვრობს და მუშაობს სხვა ქალაქში.

რამდენად აწყობს ოპოზიციის გამარჯვება „ქართულ ოცნებას"

ცესკო-მ გადაწყვეტილების მიღებისას ორი ნორმით იხელმძღვანელა. კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის ოფიციალური შედეგების შეჯამებიდან მეორე კვირის ბოლოს ტარდება. არჩევნების შედეგები ცესკო-ს სხდომაზე ოთხშაბათს, 14 ნოემბერს შეჯამდა.

მეორე ტურში გავიდა ორი კანდიდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.