თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისის 109-ე, 50-ე, 169-ე და 145-ე საბავშვო ბაღების დირექტორები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განმარტებით, ამის მიზეზი ოთხი სახის დარღვევა გახდა –ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვა, მენიუს შეცვლა, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმება და გადაცდომები საქმის წარმოებაში.
გვანცელაძის განცხადებით, გათავისუფლებული დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებმა უნდა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა გადაცდომებს ადგილი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.