თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საბაჟო კონტროლის პროცედურები განხორციელდება შეფერხებით. შეფერხების მიზეზია თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საბაჟო პროცედურები 13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შეჩერებული.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ ჩვეულ რეჟიმში სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, შეუფერხებლად მოხდება მგზავრებისა და ტვირთების გატარებაც.