სარფში ერთ-ერთი სასტუმროდან ტელევიზორები მოიპარეს

აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 40 წლის მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთავში მაღაზიის გაქურდვის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა

უწყების ცნობით, ბრალდებულმა გასულ თვეს სარფში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროდან ტელევიზორები, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან კი მაგნიტოფონი და მეხსიერების ბარათი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ქურდობიდან რამდენიმე დღეში ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს. ნაქურდალი ნივთები კი პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ" და „დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.