საგარეო საქმეთა სამინისტრო საარჩევნოდ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს მიმართავს

არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა უცხოეთში მყოფმა თითქმის 15 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი  - Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩევნების მეორე ტურისთვის საზღვარგარეთ მცხოვრებლებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისკენ მოუწოდებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა და, ბოლო მონაცემებით, ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში 1400-მდე მოქალაქე დადგა აღრიცხვაზე.

საპატრიარქო გრიგოლ ვაშაძის კომენტართან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

უწყების ცნობით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საკონსულო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

ტექნიკური თუ შინაარსობრივი ხასიათის გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ რიგი გარემოებებისა, რომლებიც დაკავშირებულია საკონსულო აღრიცხვასთან და არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურასთან, კერძოდ:

გრიგოლ ვაშაძესა და ირაკლი ოქრუაშვილს „მამაკაცური საუბარი“ ჰქონდათ

- საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო სიაში მოხვედრის კანონიერ საფუძველს წარმოადგენს საკონსულო აღრიცხვა.

- საზღვარგარეთ საცხოვრებელი ქვეყნის/ქალაქის ან საკონსულო ოლქის ცვლილებისას მოქალაქე აღრიცხვაზე უნდა დადგეს ახალ მისამართზე - შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

აქვე დავაზუსტებთ, რომ მოქალაქეს ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება.

- საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქე დგება საკუთარი სურვილით და მისი აღრიცხვა საკონსულო დაწესებულებაში ვიზიტის ან სხვა მომსახურების მიღებისას ავტომატურად არ ხორციელდება;

- აუცილებელია ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

- დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.

 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში. საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს მოქალაქეებისათვის არასამუშაო დღეებში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შესაძლებლობას.

დეპუტატ მკოიანის შვილს ბრალდება წაუყენეს - ახალქალაქის ჩხუბის საქმე გახსნილია

 საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა უცხოეთში მყოფმა თითქმის 15 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა,  ვერც ერთმა კანდიდატმა 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტური გაიმართება. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, 38,64% მიიღო. ხმების ცოტაოდენი რაოდენობით ჩამორჩება მას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 37, 73%.

კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩვენო კომისიებმა არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო არაუგვიანეს 17 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და ვადები.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.