თბილისში ქართული ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის სტუმრები ქართული პროდუქციის დაგემოვნებას სასიამოვნო გარემოში შეძლებენ
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, „დედა ენის“ ბაღში 4 ნოემბერს ქართული ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

„ხაშმის საფერავი" თამარ მეფის ნაკვალევზე >>

ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ნატურალური ქართული პროდუქცია - ღვინო, ჭაჭა, ქართული ყველის სხვადასხვა სახეობა, ასევე უამრავი ტკბილეულობა და დელიკატესები.

საქართველოში პირველად საფერავის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

ფესტივალის მონაწილეებს შორისაა Badagoni, Kakhaberi’s Wine, Chikadze Wine Cellar, რძის ნაწარმის კომპანია Marleta და სხვ.

ღვინის კომპანია Talaveri-ს მიერ ორგანიზებული ფესტივალი სტუმრებს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ სტუმრებს ელოდება სასიამოვნო გარემო და ელექტრონული მუსიკა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.