ბათუმში ახალგაზრდა ქალი ავარიაში მოყვა

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 32 წლის ქალი დაშავდა ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქედაში მომხდარ ავარიას პატარძლისა და არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

„ახალგაზრდა ქალს დაზიანება გულ-მკერდის არეში აღენიშნება. მედიკოსთა ბრიგადამ იგი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.