აჭარაში კარიერზე აფეთქების შედეგად ბავშვი დაიღუპა

ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ექვსი წლის ბავშვი სახლის ეზოში თამაშობდა
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. 6 წლის ბავშვი დაიღუპა აჭარაში, დაბა ქედაში ქვის კარიერზე აფეთქების სედეგად, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აფეთქების მომენტში ბავშვი თამაშობდა თავისი სახლის ეზოში, რომელიც კარიერიდან 100 მეტრით არის დაშორებული.

როდესაც ღმერთს უყვარხარ: თბილისში მე-14 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გადარჩა
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სახლის ეზოში აფეთქების შედეგად ასხლეტილი ქვა ბავშვს დაეცა.

შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელები დაკითხვაზე დაიბარეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, (სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.