თბილისში 150 საბავშვო ბაღი არ მუშაობს

დედაქალაქის საბავშვო ბაღებს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დეზინფექციას ჩაუტარებენ.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის 150 საბავშვო ბაღში, სადაც საარჩევნო უბნები იყო გახსნილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია

თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებებში სანიტარიული დღე გამოცხადდა და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სანიტარიული დღის განმავლობაში საბავშვო ბაღები მოწესრიგდება 30 ოქტომბრიდან აღსაზრდელების ჩვეულ რეჟიმში მისაღებად“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

დედაქალაქში სულ 180 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. დანარჩენ 30 ბაღში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. სულ გაიხსნა 3 703 საარჩევნო უბანი, აქედან 55 – უცხოეთში (39 ქვეყანაში).