სკანდალები, შავი პიარი და გახმაურებული საქმეები, ანუ რით ხვდება საქართველო არჩევნებს

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია იმდენი გახმაურებული მოვლენის ფონზე წარიმართა, რომ წინასწარ არჩევნების ბედი და გამარჯვებული პოლიტიკური ძალის გამოცნობა არცთუ მარტივი იქნება
Sputnik

კვირას,  საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტის ბოლო არჩევნებზე წავლენ და დღის ბოლოს გაიგებენ, წინასწარი მონაცემებით,  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვინ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში.

არჩევანი ამ შემთხვევაში საკმაოდ მდიდარია – 25 კანდიდატი, რომელთა შეხედულებების სპექტრმა  ყველაზე მოთხოვნად ამომრჩეველსაც კი შეიძლება ღიმილი მოჰგვაროს.

ხალხის მიერ არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტი – უფლებები და მოვალეობანი>>>

თუმცა, მიუხედავად მდიდარი არჩევანისა და დიდი კონკურენციისა,  ექსპერტები ვარაუდობენ, ხოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევები ამტკიცებენ, რომ არჩევნებზე აქტივობა დაბალი იყო. და საპრეზიდენტო არჩევნებზე ფაქტობრივი ბრძოლა ყოფილ  და მოქმედ ხელისუფლებას შორის მოხდება.

კონკურენტები არჩევნებზე

თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, სასურველი შედეგების მიღებისთვის ყველაზე დიდი შანსები ორ პოლიტიკოსს – მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრებს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს აქვთ. 

სკანდალები, შავი პიარი და გახმაურებული საქმეები, ანუ რით ხვდება საქართველო არჩევნებს

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, მას  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უმაგრებს ზურგს. მმართველ პარტიას 2012 წლიდან არცერთ არჩევნებში მარცხი არ განუცდია და იმედი აქვს, რომ ტრადიციას არ ამჯერად უღალატებს.

რაც შეეხება ზურაბიშვილის კონკურენტ გრიგოლ ვაშაძეს, მან ამჯერად არამარტო ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, არამედ კიდევ ცხრა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა მიიღო. ვაშაძემ, უფრო სწორად მისმა  პარტია „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი ელექტორატი შეინარჩუნა, რომლის წყალობითაც პარტია, რეიტინგების თანახმად, დამაჯერებლად ინარჩუნებს მეორე ადგილს. 

ივანიშვილი: ზურაბიშვილი - პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია

ზურაბიშვილისა და ვაშაძის ზურგს უკან სააკაშვილისდროინდელი კიდევ ერთი საგარეო საქმეთა ექს–მინისტრი დავით ბაქრაძე სუნთქავს. იგი მრავალი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ წევრი იყო, თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან პარტიის სხვა ავტორიტეტულ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად, პარტია დატოვა და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“  შექმნა. მათ გვერდით დადგა პოტენციური ამომრჩეველი, რომელმაც პარტიას უფლება მისცა საკუთარ თავს ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა უწოდოს.

პრეისტორია

არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე საქართველოში მოხდა მოვლენა, რომელმაც ქართულ პოლიტიკას ახალი სიცოცხლე შთაბერა. მილიარდერი  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2013 წლიდან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ იღებდა მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში.

ელოდება თუ არა ქვეყანას არჩევნების შემდგომ „პოლიტიკური დეჟავიუ">>>

ამას წინ უძღოდა პარტიის შიგნით სერიოზული კრიზისი, რომელმაც ლამის განხეთქილება გამოიწვია. თავად ივანიშვილი არ მალავს, რომ საკუთარი „შვილობილის“ დახმარებაზე იჩქარა, რომლის წყალობითაც, მართალია კოალიციაში მყოფ  სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა. 

ამომრჩეველი დათვლილია, ბიულეტენი – დაბეჭდილი: საქართველო არჩევნებისთვის მზადაა

სწორედ ივანიშვილი იყო ინიციატორი იმის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ დაესახელებინა და მხარი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირა. ეს გადაწყვეტილება პარტიაში აღფრთოვანებით არ მიუღიათ და არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ივანიშვილს  თანაპარტიელების დარწმუნება დასჭირდა, რომ არჩევანი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთონ.

ივანიშვილის პარალელურად გააქტიურდა მისი „ისტორიული“ ოპონენტი – საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მას უყურადღებოდ არ დაუტოვებია არცერთი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენა. კომენტარებს კი ის ნიდერლანდებიდან აკეთებს – ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერებს, აქ მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ასეთ პირობებში სააკაშვილი პარტიის იდეოლოგიური შთაგონების წყარო რჩება – მესამე პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. თანამოაზრეებთან შეხვედრას იგი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მართავს, ხოლო მომხრეებს კი ტელევიზიისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტება.

სწორედ სააკაშვილი იყო ინიციატორი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანების.

მწვავე კონკურენცია

ბოლო პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნებამდე ვითარება საკმაოდ დაძაბული და სკანდალებით სავსე აღმოჩნდა, მართალია, ამჯერად კონკურენტებმა არა „მუშტის ძალა“ აირჩიეს, არამედ „სიტყვის ძალა“.

წინასაარჩევნო კამპანიის თანამდევი გახდა „შავი პიარი“ და კომპრომატების ომი. ამ მხრივ გამორჩეული გახდა  ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“.

არჩევნები დასრულდება ― მშვიდობის გეშინოდეთ!>>>

ცხრა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერამიღებულმა „ნაცმოძრაობამ“  მოიფიქრა, როგორ მიეღო უფრო მეტი უფასო სარეკლამო დრო და ადგილი საარჩევნო კომისიებში. ამისთვის გაერთიანებიდან ოთხმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთიან კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს, წამოაყენეს თავიანთი, შეიძლება ითქვას, ფიქტიური კანდიდატები. და მათთვის გამოყოფილი დრო მათ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციაში გამოიყენეს, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. 

ფარული ჩანაწერების საქმე - „ბიჭუნების" თვითშემოქმედება თუ „იდიოტი პრეზიდენტი"

თუმცა, ანტირეკლამა მხოლოდ  „ძალა ერთობაშია“ კი არ მოუფიქრებია, არამედ დამოუკიდებელმა კანდიდატმა ოთარ მეუნარგიამაც მოამზადა. მისი სარეკლამო რგოლის მთავარი გზავნილი იქცა  „არა ნაცებს“.

აქტიური როლი ითამაშა ყველაზე რეიტინგულმა ოპოზიციურმა ტელეარხმა Rustavi2, რომელმაც  წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების  მომენტიდან ორი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ერთ–ერთში საუბარი ეხებოდა იმას, რომ  „ქართული ოცნება“ Omega Group–ის დირექტორ ზაზა ოქუაშვილის სახით ბიზნესმენებს ავიწროებს, მეორე ჩანაწერი  კი ხელისუფლების „შავბნელი საქმეების“ შესახებ  პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის  „აღიარებაა“.

 „ოქუაშვილის საქმე“  საბოლოოდ „ფეიკი“ აღმოჩნდა – როგორც პროკურატურამ დაადგინა სკანდალური აუდიოჩანაწერები მონტაჟი აღმოჩნდა. რაც შეეხება სუბელიანის აღიარებას, ამ ჩანაწერებს პროკურატურა სწავლობს.

ტელეკომპანია Rustavi2 ამაზე არ გაჩერებულა და მოამზადა საქართველოს ხელისუფლების მადისკრედიტირებელი სიუჟეტები, რითაც, ფაქტობრივად, მმართველ პარტიას  და მთლიანად საზოგადოებას, საკუთარი დღის წესრიგი განუსაზღვრა.

ამის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური არხი სიცრუესა და პროვოკაციებში დაადანაშაულა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კი რომ არა „მატყუარა Rustavi2“,  ქვეყანა სულ სხვა რეალობაში იცხოვრებდა.

მთავარი მოვლენები ფონად

ვიდრე ორი პარტია ერთმანეთს შორის ურთიერთობებს არკვევს, საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომლებმაც, ექსპერტების აზრით, შეიძლება არჩევნების ბედზე იმოქმედოს.

ერთ–ერთ ასეთ მოვლენად იქცა მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხი. თემა, თითქოსდა საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირში არ არის, რომ არა რამდენიმე ფაქტორი. 

რამდენიმე საათით ადრე... ანუ ქოცნაცური მარათონის ფინიშის სწორზე>>>

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელი გააუქმა და ოპოზიციური პარტია „გირჩის“, მათ შორის, საპრეზიდენტო კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძის სარჩელი დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ საქართველოს შსს–მ „ბალახის მოყვარულების“ უფლებების შეზღუდვა გადაწყვიტა, თუმცა, ამის ფონზე სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის ქვეყანაში კანაფის წარმოების დაწყება გადაწყვიტა.  ამ უკანასკნელმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი პროტესტი გამოიწვია, რომ კანონპროექტი გაიწვიეს, თუმცა იდეა დარჩა. მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ეს ბიზნესი ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე არსებითად აისახება. 

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში – ბრძოლა წესების გარეშე

სანამ პოლიტიკოსები და ეკლესია კანაფის წარმოების დადებით–უარყოფით მხარეებზე მსჯელობს, თბილისში ლამის „კანაფის ფესტივალი“ ჩატარდა. კანაფის სრული ლეგალიზაციის მომხრეები დათქმულ დროს დათქმულ ადგილას შეიკრიბნენ, მაგრამ დაგეგმილი ღონისძიების გამართვა  ვერ მოახერხეს. ტერიტორია პოლიციით იყო შემოსაზღვრული.

ჯაფარიძემ ეს ვითარებაც სათავისოდ გამოიყენა, დემონსტრაციულად დაარიგა რამდენიმე  „ტარიანი“.  პოლიციამ, რა თქმა უნდა, ზომები მიიღო, მაგრამ იმავე დღეს ჯაფარიძემ, რომელიც სამართალდამცველების თხოვნას დამორჩილდა, პოლიციის განყოფილება მშვიდად დატოვა. კანდიდატის „თავგადასავლები“ მსოფლიო მედიაში მოხვდა.

„ცინიზმი და უზნეობა“ – ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარების თაობაზე>>>

კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფონად იქცა, პარლამენტის შენობის წინ  შვილმკვდარი მამების – მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის აქცია გახდა.

მაჩალიკაშვილის მწუხარებას  საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. როგორც ცნობილია მაჩალიკაშვილის შვილი – თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტ ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაციისას  სასიკვდილოდ დაიჭრა.

რაც შეეხება 2017 წლის დეკემბერში  16 წლის დათო სარალიძის მკვლელობას, იგი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომ მოზარდის  მკვლელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ქუჩაში გამოიყვანა ათასობით ადამიანი, რასაც ბოლოს ქვეყნის მთავარი პროკურორის გადადგომა მოჰყვა. 

კალაძე: საქართველოში „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება

ის ფაქტი, რომ სარალიძის საპროტესტო აქციას „ნაცმოძრაობა“ და რიგი ოპოზიციური პარტია შეუერთდა, ბევრ რამეზე მეტყველებს. განსაკუთრებით არჩევნების წინ.

მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ასევე პროკურატურის განცხადება ტელეკომპანია  Imedi–ის მფლობელის, მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმის გახსნის თაობაზე.  საუბარი ეხება 2007 წელს  გაერთიანებული ოპოზიციის მრავალათასიან აქციებს, როცა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა უკვე ორი წელია ელოდება დიდი ბრიტანეთიდან 52 წლის ბიზნესმენის მკვლელობის საქმის მასალებს. ოფიციალური მონაცემებით, იგი ლონდონში, საკუთარ სახლში  გულის იშემიური შეტევით  გარდაიცვალა.

ყველა ეს მოვლენა რამდენად აისახება არჩევნების შედეგებზე, ცნობილი 29 ოქტომბერს გახდება, როდესაც ცესკო არჩევნების  წინასწარ შედეგებს გამოაცხადებს.