თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს მაღალმთიანეთში რამდენიმე დღის წინ გათოვდა.
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

უწყების ინფორმაციით, აკრძალვა თოვლის გამო დაწესდა. საქართველოს მაღალმთიანეთში რამდენიმე დღის წინ გათოვდა.

რაც შეეხება აღნიშნული გზის კმ1-11 მონაკვეთს, იქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.