ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს განაგრძობს

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდება
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს 26 ოქტომბერს შეხვდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბურჭულაძე მას ცხრა მილიონ დოლარს სთხოვდა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს - „მაესტრო”, „ობიექტივი”, „პალიტრა NEWS”, „კავკასია”, „იბერია TV”, -  26 ოქტომბერს, 11:00 საათზე იწვევს.

შეხვედრა „ტექნო პარკში“ გაიმართება.

ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრაზე „რუსთავი 2“-იც მიიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მედია საშუალების  წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის შეკითხვები დაესვა.

ივანიშვილი: ყველაფერი მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეიცვლება >>

ბიძინა ივანიშვილმა სამშაბათს ინტერვიუ მხოლოდ სამ კომპანიას - „იმედს“, „რუსთავი-2“-ს და  „TV პირველს“ მისცა.