ივანიშვილი: ყველაფერი მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეიცვლება

ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრების მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და დამაარსებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას წლის განმავლობაში დიდი ცვლილებები ელოდება.

ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ვიხილავთ >>

„მე, სამწუხაროდ, დავბრუნდი პოლიტიკაში და მოვახერხებ, რომ გუნდში ვერტიკალი დავამყარო, ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება ქართული ოცნების ყველა წევრის მიმართ. პარტიაც გაძლიერდება. და მე მოვახერხებ იმას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვლება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მრჩეველი გახდა

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან ხელისუფლებას მისი დახმარება სჭირდებოდა.

„მე გავაკეთებ ისეთ მენეჯმენტს, დავეხმარები გუნდს. ამისთვის  მოვბრუნდი სწორედ, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასე უპასუხა ივანიშვილმა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს ის მოსახლეობის განწყობებს, რომ საქართველოში შესუსტებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, გაიზარდა კორუფცია, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა აღარ იყოს.