თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) შეისწავლა იმ ქვეყნების მონაცემები, რომელთაც ფინანსურ დახმარებას უწევს და საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.
„გზამკვლევი, რომელშიც სექტორების მიხედვით ფასდება ქვეყნის პროგრესი, რომელიც თვითუზრუნველყოფის პროცესშია (Journey to Self-Reliance) მიღწეული, ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს წამყვან როლს ლიბერალური დემოკრატიის, ღია, პასუხისმგებლიანი მმართველობის და მთავრობის ეფექტიანობის, ბიზნესის გარემოს, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით“, – აღნიშნა კონსტანტინიდიმ.
USID–ის გზამკვლევის თანახმად, მეზობელი ქვეყნები არ არიან ერთეულები, რომელთაც საქართველომ გაუსწრო.
„რიგ კომპონენტებში – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტურობა, საგადასახადო ადმინისტრირება და თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ბალკანეთის რეგიონს“, – აღნიშნა კონსტანტინიდიმ.
მეტნაკლებად მაღალი შეფასება საქართველომ მიიღო ისეთი მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა ვაჭრობის თავისუფლება, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტურობა, საბავშვო ჯანდაცვა ასევე ექსპორტის დივერსიფიკაცია.