უნიკალური რეტრო-ავტომობილების რალი თბილისში - 60 ბიზნესმენი 9 ქვეყნიდან

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა რალის მონაწილე 60 ბიზნესმენი ცხრა ქვეყნიდან, რომლებიც თითქმის მთელ საქართველოს მოივლიან.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. უნიკალური კლასიკური ავტომობილების რალი Peaks of the Caucasus თბილისში სამშაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართება იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები

თბილისში კლასიკური ავტომობილების რალი დაიწყო

რალი სტარტს თავისუფლების მოედანზე აიღებს დილის 9 საათზე.

ორგანიზატორების თქმით, რალის ყველაზე „მხცოვანი მონაწილე“ — ეს 1922 წელს გამოშვებული Vauxhall 30/98-ია, ხოლო ყველაზე „ახალგაზრდა“ — 1951 წლის Jaguar Mark V Dropead Coupe. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა რალის მონაწილე 60 ბიზნესმენი ცხრა ქვეყნიდან. ისინი 14 სექტემბრამდე დარჩებიან საქართველოში და ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს ეწვევიან. 

მარშრუტის პირველი ნაწილი თბილისი-ვარძიის მიმართულებაა. 3 ოქტომებრს ავტომობილისტები ვარძიიდან ბორჯომისკენ

„ფორმულა 1“-ის ქალი-პილოტი რალის საქართველოში გამართავს
დაიძვრებიან, შემდეგ კი წყალტუბოსა და მესტიის მიმართულებით გაემგზავრებიან (უშგულში შევლით). ბოლოს კი, კვლავ წყალტუბოს გავლით, თბილისში დაბრუნდებიან. 

9 ოქტომბერს რალის მეორე ნაწილი დაიწყება — ამჯერად კახეთის მიმართულებით. ავტომობილისტები ჯერ ქალაქ სიღნაღს ეწვევიან, შემდეგ ლოპოტის ტბას ეწვევიან, იქიდან ყაზბეგში წავლენ და მოგზაურობას თბილისში დაასრულებენ.  

სპორტული ღონისძიება ბანკ TBC-სა და ასევე კომპანია „სილქნეთის“, „გალფისა“ და Tsikolia Watches-ის მხარდაჭერით იმართება.