კახეთში ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა

ხანდაზმული ქალი  სახლში მარტო ცხოვრობდა
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ხანძრის შედეგად 72 წლის ქალი დაიღუპა, აცნობეს „Sputnik -საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძარი დედოფლისწყაროში დღეს გამთენიისას ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლს გაუჩნდა.

თბილისში მეშვიდე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

სახლში მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა. ცეცხლი ორსართულიანი სახლის პირველ სართულს წაეკიდა.

მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის შესახებ შეტყობინება 5:27 საათზე მიიღეს და პირველი სახანძროც ადგილზე 6 წუთში მივიდა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, მოხუცი ქალის გარდაცვალების მიზეზი კვამლის ინტოქსიკაცია გახდა.

ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე 100 კვ.მ ფართობია დამწვარი.