თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში მოქალაქე სამშენებლო მასალების დაყრისთვის 200 ლარით დააჯარიმეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა დღეს გრიშაშვილის 11 ნომერთან მოხდა. მოქალაქემ ქუჩაში რამდენიმე ტომარა ნაგავი გამოიტანა.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქე პირველ სართულზე რემონტს აკეთებს, ნარჩენები კი საცხოვრებელი კორპუსის წინ ჰქონდა გამოტანილი.
ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, თუ შენობიდან გამოტანილი ნაგვის ავტომობილზე დატვირთვა და გადაყრა დაუყოვებლივ არ ხდება, ეს ექვემდებარება დაჯარიმებას.
შპს „სანდასუფთავების" სამსახურის წარმომადგენლები ქალაქში მონიტორინგს ყოველდღიურად ატარებენ. ასევე გადიან შემთხვევის ადგილზე მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზეც.