ფრთხილად, ყალბი კუპიურაა: საქართველოში ყალბი ფულის გამსაღებლები დააკავეს

ბრალდებულები ყალბი ფულის რეალიზებას თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში ახორციელებდნენ.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი მისცეს პასუხისგებაში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულია 18 მოქალაქე, რომლებმაც სახელმწიფო 78 ათასი ლარით დააზარალეს

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ყალბი ფულის რეალიზებას თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში ახორციელებდნენ.

საქართველოს დედაქალაქში მათ 10 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, ქუთაისსა და ზესტაფონში კი შვიდი ყალბი 50-ლარიანი და სამი ერთეული 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.