მეწყერი და დატბორილი გზები - რა მდგომარეობაა გურიაში

რაიონში დაზიანებულია ხიდები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ლანჩხუთის რაიონში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა გზები, სოფელ ჩოჩხათში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება პირველი არხი.

ბოლო ინფორმაციით, დაზიანებულია ხიდები და გადასასვლელები, დაზიანდა ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი.

საშტორმო გაფრთხილება - შავ ზღვაში შესვლა აკრძალულია

ლანჩხუთის მერიაში განაცხადეს, რომ სიტუაციას ადგილზე სწავლობენ — ამისათვის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნა. მეწყერის შედეგად რაიონს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

უამინდობის მიუხედავად, სასწავლო პროცესი დღეს სოფელ შრომისუბნის გარდა, რაიონის ყველა სკოლაში დაიწყო. რესურს-ცენტრის უფროსის, ნინო ჩიტაძის თქმით, ამ სკოლის ეზო დაიტბორა, რის გამოც სწავლის დაწყება გადაიტანეს.