ზუგდიდის საავადმყოფოში 6 წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა

ბავშვს დაავადება ჰოსპიტლის მედდისგან გადაედო.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორის  სულხან ორჟონიას განცხადებით, ბავშვის დაინფიცირება ერთ-ერთი მედდის მეშვეობით მოხდა, რომელიც C ჰეპატიტით იყო ინფიცირებული.

C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება

მედდას ნემსი თითზე მოხვდა და მან ამავე ნემსით გაუკეთა მოზარდს ინექცია.

მედდა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება ინფიცირებულ მოზარდს, მის მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს ჰოსპიტალი საკუთარ თავზე აიღებს. 

C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება. ის ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.