თბილისში „იუვენტუსის“ საწვრთნელი ბანაკი გაიხსნა

ქართველ ბავშვებსა და მოზარდებს იტალიაში სპორტული სტაჟირების გავლის შესაძლებლობა გაუჩნდათ
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ცნობილმა იტალიურმა საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსმა“ საქართველოში ბავშვებისა და მოზარდებისთვის საწვრთნელი ბანაკი გაიხსნა, იუწყება ტელეარხი Imedi.

კალაძის მეორე სახლი: თბილისის მერმა ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშა >>

ბანაკი Juventus Academy Georgia ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებს. სამი იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ფიზიკურ მომზადებას 90 ბავშვი გაივლის. შემდეგ ყველაზე პერსპექტიულ ბავშვებს იტალიაში სტაჟირობაზე მიიწვევენ.

ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

„იუვენტუსი" იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია. იგი 1897 წელს დაარსდა და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე კლუბი 34-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და აბსოლუტური რეკორდსმენია. "იუვენტუსმა" 13-ჯერ მოიგო იტალიის თასი, რაც თავისთავად რეკორდული მაჩვენებელია, და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.

გუნდში სხვადასხვა პერიოდში თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ზინედინ ზიდანი, ალესანდრო დელ პიერო, რობერტო ბაჯო, პაველ ნედვედი და ა.შ.

„იუვენტუსმა" ივლისში თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ტრანსფერი განახორციელა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი — პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ 100 მილიონ ევროდ შეიძინა.